პოლიცია-თბილისი
თარიღი: 2013ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
შენობის ფართი: 3255 მ²
ბიუჯეტი: $3.9 მილიონი.
პროგრამა: ოფისი, ავტოსადგომი, სავარჯიშო დარბაზი, კაფეტერია.
სტატუსი: პირველი ადგილი
მუშაობდნენ: ალექსანდრე კაციტაძე, დავით ბახტაძე, დიმიტრი მოძმანიშვილი, რევაზ ქეშელაშვილი, ვლადიმერ აბრამიშვილი, ქეთევან ბუჩხრიკიძე, ვანიკო ქათამაშვილი, ბექა ხუციშვილი.
კონცეფცია:
https://www.youtube.com/watch?v=-ak7mlXDJMw
გარემო: გამწვანებით დაბურული გარემო, მრავალი შერეული სტილის არქიტექტურით, რომელიც ქმნის ერთფეროვან ფონს, ამიტომ გადავწყვიტეთ შექმნილიყო დომინანტი: დახვეწილი არქიტექტურის მქონე, ნათელი ნაგებობა, რომელიც თავის ფუნქციას მეტყველად გადასცემს საზოგადოებას.
კონცეფცია: პოლიცია-არა როგორც ჩაკეტილი სისტემა, არამედ გახსნილი საზოგადოებისთვის, ამავდროულად სახელმწიფოში წესრიგის საფუძველი.
პროექტი: შენობა გადაწყვეტილია 3 მიწისზედა სართულად, სარდაფით. გამოყენებულია ლითონის კონსტრუქცია, ფასადი დაფარულია პოლიკარბონატის ფილებით, რომლებიც გამოირჩევა ტემპერატურული მდგრადობით ვიტრაჯთან შედარებით და ორმაგად ეკონომიურია. შენობის ზედა ნაწილი კონსოლურად გადმოდის და ქმნის გადახურულ მყუდრო სივრცეს, ამ სივრციდან ხდება როგორც პოლიციის შენობაში შესვლა, ისე სავარჯიშო დარბაზში ასვლა, სადაც პოლიციის თანამშრომლები და საზოგადოების სხვა წევრები ერთად ივარჯიშებენ. გათვალისწინებულია ასევე დამატებითი შესასვლელი თანამშრომლებისთვის, საიდანაც კარგად ნაწილდებიან სამუშაო სივრცეებში.
მრჩეველი: შინაგან საქმეთა სამინისტრო