მუზეუმი სიღნაღში
თარიღი: 2007ადგილმდებარეობა: სიღნაღი
შენობის ფართი: 1844 მ²
ბიუჯეტი: $4.5 მილიონი.
პროგრამა: მუზეუმი
სტატუსი: მშენებარე
მუშაობდნენ: ვლადიმერ აბრამიშვილი, დიმიტრი მოძმანიშვილი, რევაზ ქეშელაშვილი, ალექსანდრე კაციტაძე, დავით ბახტაძე.
კონცეფცია:
საქართველოს გაქრისტიანების მუზეუმის კომპლექსი გათვალისწინებულია აიგოს სიღნაღის რაიონში, ქ. სიღნაღისა და სოფ. ბოდბეს დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი საავადმოფოს ადგილას. პროექტის მიხედვით შემადგენლობა შემდეგია: 1. მუზეუმის შენობა/სამი ბლოკით/, რომელშიც განთავსდება 9 სამუზეუმო დარბაზი სხვადასხვა დონეებზე /2-3 სართულზე/. ბლოკები რელიეფზე ტერასებად იქნება განლაგებული. 2. სერპანტინი ფეხით მოსიარულეტათვის გორაკზე ასასვლელად, რომელიც იქნება მუზეუმის გაგრძელება და დამთავრდება გორაკის თავზე გადასახედი ტერასით გაშლილი სივრცის აღსაქმელად. 3. ცალკე მდგომი კვების ბლოკი. კონსტრუქციულად შენობა-ნაგებობის კარკასი მონოლითურ რკ.ბეტონშია შესრულებული, ხოლო შენობის კედლები და ტიხრები შლაკო-ბეტონის ბლოკებით. ფასადები მოპირკეტდება უხეშად დამუშავებული ბუნებრივი ქვის ფილებით. სახურავები ყველა შენობის იქნება ბრტყელი და მოპირკეთდება ყინვაგამძლე მოსაპირკეთებელი ფილებით. ფეხით მოსიარულეთა სერპანტინი რელიეფს გაუყვება სვეტებზე დაყრდნობით, რაც თავისთავად გამორიცხავს ლანდშაფტის ხელყოფას. მუზეუმის არქიტექტურული იდეა, გარდა სამუზეუმო ექსპონატების დათვალიერებისა, ემსახურება შთამბეჭდავი გარემოს ეპიზოდურ აღქმასაც. მაგალითად: ერთი ბლოკის შემინული მხარე გაიხსნება სოფ. ბოდბისკენ, მეორე ბლოკის კავკასიონისკენ, ხოლო მესამესი კი ქ.სიღნაღისკენ. სერპანტინის დამამთავრებელი ტერასიდან კი აღიქმება სამივე მიმართულება და ალაზნის ველიც, რაც მოახდენს დიდ ემოციურ შთაბეჭდილებას დამტვალიერებელზე.
მრჩეველი: