En

სახლი დიღომში

თარიღი: 2014
კლიენტი: გივი ყატაშვილი
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, დიღმის საცდელი-სასწავლო მეურნეობა.
შენობის ფართი: 545.6 მ²
ბიუჯეტი: $0.436 მილიონი.
პროგრამა: საცხოვრებელი
სტატუსი: მშენებარე
მუშაობდნენ: რევაზ ქეშელაშვილი
კონცეფცია:

საპროექტო ტერიტორია გამოირჩევა სწორი რელიეფით. შენობასთან  მთავარი მისასვლელი სამხრეთ აღმოსავლეთიდანაა და სახლი ორიენტირებულია ჩრდილო - აღმოსავლეთისკენ ხედიდან გამომდინარე, ხოლო მისი სამხრეთი ნაწილი ძირითადად  ყრუ ფასადია ( კარფურის მხარე) გარდა მისი შუა შეწეული ნაწილისა, რომლის მეშვეობით იქმნება განათების წყარო,  სამეზობლო საზღვარის სრული დაცვით და ამავდროულად ამ არქიტექტურული ხერხით ვაჩენთ შიდა მყუდრო და გამწვანებულ ეზოს. შენობა არის ორსართულიანი, სარდაფით, რკინა-ბეტონის კარკასით. სარდაფი, პირველი და მეორე სართულები დაკავშირებულია შიდა მონოლითური რკ.ბ.-ის კიბით. სახურავი  ქანობიანია და იხურება მაღალი ხარისხის რუხი ფერის თანამედროვე მასალით. შენობა პირკეთდება ძირითადად ქვით, ასევე იღებება მაღალი ხარის ფასადის საღებავით და მონტაჟდება ალუმინის მაღალი ხარისხის ვიტრაჟები. მოაჯირები დამზადდება უჟანგავი ლითონის მასალით. სახლი მიწის ნაკვეთს ყოფს ორ ნაწილად -შენობის წინა და უკანა ეზოებად, უკანა ეზოში გათვალისწინებულია ასევე ღია აუზი და ფარდული საშხაპით, საპირფარეშოთი და გასახდელით.


მრჩეველი:
  • სახლი დიღომში
  • სახლი დიღომში
  • სახლი დიღომში
  • სახლი დიღომში
  • სახლი დიღომში
  • სახლი დიღომში
  • სახლი დიღომში
  • სახლი დიღომში