საცხოვრებელი კომპლექსი
თარიღი: 2013ადგილმდებარეობა: აგლაძის ქ.#1, თბილისი.
შენობის ფართი: 16412.6 მ²
ბიუჯეტი: $8.2 მ.
პროგრამა: საცხოვრებელი, კომერციული, ავტოსადგომი, ბავშვთა სათამაშო მოედანი, სპა-ფითნესი, კაფე.
სტატუსი: მშენებარე
მუშაობდნენ: ვლადიმერ აბრამიშვილი, დიმიტრი მოძმანიშვილი, ცირა მანჯავიძე.
კონცეფცია:
მრავალფუნქციური მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის გამოყოფილი ტერიტორია მდებარეობს დიდუბის რაიონში, „ვახუშტის ხიდის“ მიმდებარედ.
მას დასავლეთით ესაზღვრება მარცხენა სანაპირო და მდინარე მტკვარი, აღმოსავლეთიდან საცხოვრებელი კორპუსი, სამხრეთიდან მოზარდთა საფეხბურთო მოედნები, ხოლო ჩრდილოეთიდან მცირესართულიანი საცხოვრებელი შენობები. მიწის ნაკვეთი, რომელზედაც უნდა აშენდეს შენობა გამოირჩევა სწორი ზედაპირით.საპროექტო შენობა შედგება 3 (A, B da C) ბლოკებისაგან, თითოეული მართკუთხა ფორმისაა და ერთმანითის მიმართ მართობულად დგანან. A ბლოკი შედგბა ერთი სადარბაზოსაგან და 16 სართულიანია, B ბლოკი შედგება 2 სადარბაზოსაგან და 15 სართულიანია, ხოლო C ბლოკი 2 სართულიანია სახურავზე მოწყობილი ტერასით და ერთი სადარბაზოსაგან შედგება. სამივე ბლოკს აქვს მიწისქვეშა ავტოსადგომები -3.60 ნიშნულზე. I სართული A da C ბლოკებისა განკუთვნილია კომერციული საქმიანობისათვის., ხოლო B ბლოკის პირველ სართულზე და დანარჩენ სართულებზე განთავსებულია საცხოვრებელი ბინები.
სადარბაზოებში შესვლა მოხდება საერთო ეზოდან 0.00 ნიშნულზე, რომელიც შეესაბამება აბსოლუტურ ნიშნულს 392.45.
მიწისქვეშა ავტოსადგომში ავტომობილების შესვლა ხდება C ბლოკის მხრიდან ხოლო გამოსვლა A ბლოკის მხრიდან.
შენობა იქნება კარკასული, კედლები კი ამოშენდება შლაკო-ბეტონის წვრილი ბლოკებით სისქით 0,3 0,4მ. ფასადი ალაგ-ალაგ მოპირკეთდება კომპოზიტური პანელებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი შეილესება დეკორატიული ნალესით და შეიღებება მაღალი ხარისხის საღებავით.
კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები იქნება ალუმინის და მეტალოპლასტმასის.
აივნის მოაჯირები იქნება ზოგან მინის, ზოგან ლითონის ოთხკუთხა მილების.
სახურავი იქნება ბრტყელი, რბილი ფენილით.
მრჩეველი: შ.პ.ს. კაპიტელი