En

ხელოვნების სასახლე

თარიღი: 2021
კლიენტი: ნიქოზის ხელოვნების სასახლე
ადგილმდებარეობა: ნიქოზი
შენობის ფართი: 1500.0 მ²
ბიუჯეტი: $1.0 მილიონი
პროგრამა: საკონფერენციო, კაფე, ცეკვის სტუდია
სტატუსი: მესამე ადგილი
მუშაობდნენ: ალექსანდრე კაციტაძე, გიორგი ბუბაშვილი, დიმიტრი მოძმანიშვილი, ვლადიმერ აბრამიშვილი, რევაზ ქეშელაშვილი
კონცეფცია:

გაზაფხულზე ბუნება ზეიმობს გამოღვიძებას, ახალი სიცოცხლის დაბადებას. ამიტომ ითვლება თეთრი ყვავილი მშვიდობის, ახალი სიცოცხლის და სილამაზის სიმბოლოდ.

 

ძნელია ძველი წყენის დავიწყება, მაგრამ შესაძლებელია ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება, რაც შესაძლებელი იქნება ხელოვნების სასახლეში, სადაც ყველასთვის გახსნილ მრავალფუნქციურ სივრცეებში, მოხდება გამოფენების, კონცერტების, კინოჩვენებების, „პერფორმანსების“, სხვადასხვა ფესტივალების მოწყობა.

მოცულობით ანალიზი:

ხელოვნების სასახლე მოქცეულია ერთიანი სიბრტყის ქვეშ, რომელშიც ამოჭრილია სამი მოცულობა, მეოთხე მხარე კი დახრილია და ქმნის ამფითეატრს. ამ სამ დიდ სივრცეში დაჯგუფებულია, საკონკურსო დავალებით გათვალისწინებული ძირითადი ფუნქციები:

პირველი მოცულობა არის მთავარი შესასვლელი, მისაღები სივრცე და სუვენირების მაღაზია. ეს მოცულობა გახსნილია მთავარი გზისკენ, საიდანაც მოხდება კომპლექსში ძირითადი შემოსვლა. ასევე გახსნილია საზღვარს მიღმა დარჩენილ სამაჩაბლოსკენ, იმის დასტურად რომ ჩვენ არ ვემიჯნებით, პირიქით ველოდებით ხელგაშლილი. (ასევე გვჯერა, როდესაც მოხდება ტერიტორიების გაერთიანება, მავთულხლართის მიღმა დარჩენილ ცხინვალის სევდიანი ხედი, ჩაანაცვლდება ბუმბერაზი კავკასიონის მკაცრი, ულამაზესი პეიზაჟით.)

მეორე მოცულობაში განთავსებულია სარეპეტიციო, საგანმანათლებლო და სამუზეუმე სივრცეები. ეს მოცულობა იხსნება ზემო ნიქოზის ღვთაების ეკლესიის კომპლექსისკენ, (რაც იმის მაჩვენებელია რომ ეკლესიას დიდი ისტორია გააჩნია საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა მუდამ და ხელოვნების ხელშემწყობია ). დაგეგმილი ღონისძიებების თავისებურებებიდან გამომდინარე შესაძლებელია, მოძრავი ტიხრით, ამ ფლიგელის მაქსიმალურად გახსნა/მიერთება საერთო სივრცესთან ან სრულად იზოლირება.

მესამე არის მთავარი სამაყურებლო დარაბაზი. ის გხსნილია მთავარანგელოზის ეკლესიისკენ. თუმცა დარბაზის თავისებურებიდან გამომდინარე შესაძლებლობა იქნება მისი მოძრავი დარაბებით სრულად ჩაბნელებისა.

ამ სამი ძირითადი მოცულობის გარშემო თავმოყრილია საცირკულაციო, დამხმარე და ტექნიკური სივრცეები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასახლის სხვადასხვა ნაწილის გამართულ ფუნქციონირებას

გარე ამფითეატრი მოწყობილია ისე, რომ შესაძლებელია, როგორც წარმოდგენების დაგეგმვა, უკანა ფონად დეკორაციების დამატებით, ეკრანის მოწყობა და ფილმის ჩვენების ორგანიზება, ასევე იმ დროს როდესაც არ იქნება სხვა აქტივობა, შესაძლებელია მისი როგორც სპორტული მოედნის საყურებლად (ტრიბუნად) გამოყენება. ამით ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს სასახლე ორგანულად ჩართულიყო არსებულ სკოლის და მის მიმდებარე სტადიონის კომპლექსშიც.

გარე ამფითეატრის გავლით და ცენტარული შესასვლელის გვერდით მდებარე საპარადო კიბით, ადამიანი ხვდება სასახლის სახურავზე, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და რაც მთავარია, უბრალოდ, საეკლესიო კომპლექსის ხედით და გარშემო არაჩვეულებრივი პანორამით ტკბობა. ჩვენი აზრით სახურავის მრუდხაზიანი კონფიგურაცია სიმშვიდის მომგვრელ გარემოს შექმნის სტუმრებისთვის.

კომპლექსი მთლიანად გახსნილია და მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. სახურავზე მოხვედრა ხდება საპარადო კიბის მარცხენა მოაჯირზე დამონტაჟებული, ჰორიზონტალური ელევატორით.


მრჩეველი: ნიქოზის ხელოვნების სასახლე
  • ხელოვნების სასახლე
  • ხელოვნების სასახლე
  • ხელოვნების სასახლე
  • ხელოვნების სასახლე
  • ხელოვნების სასახლე
  • ხელოვნების სასახლე
  • ხელოვნების სასახლე