ბიბლიოთეკა
თარიღი: 2014ადგილმდებარეობა: გიორგი სააკაძის დაღმართი 10, თბილისი.
შენობის ფართი: 1197.2 მ²
ბიუჯეტი: $1.2 მილიონი.
პროგრამა: ბიბლიოთეკა, ოფისი, კაფე.
სტატუსი: რეალიზებული
მუშაობდნენ: იურგენ მაიერი, ვლადიმერ აბრამიშვილი, რევაზ ქეშელაშვილი.
კონცეფცია:
საპროექტო შენობა ხუთსართულიანია, მეექვსეზე ტერასით.
შენობის პირველი სამი სართული კლდეს ემიჯნება და შესაბამისად მხოლოდ ერთი მხრიდან ნათდება.
მეორე და მესამე სართულები ორსინათლიანია, რომელზეც განთავსებულია სააქტო დარბაზი.
მეოთხე სართულზე განთავსებულია ბიბლიოთეკის დარბაზი.
მეხუთე სართულზე კი ოფისები, სამზარეულო-სასადილო და სველი წერტილები. მეექვსე სართულზე არის კაფე, ტერასა და ტექნიკური სათავსო.
შენობის ფუნქციიდან გამომდინარე, სიმყუდროვისათვის შენობა ზომიერადაა გახსნილი სანაპიროს მხრიდან. ფასადის ზედაპირის სიბრტყიდან გამოწეული არასიმეტრიული ფორმის ვიტრაჟები კი შენობის იერ-სახეს საინტერესოს ხდის. ფასადზე გამოყენებულია მაღალი ხარისხის ალუმინის ვიტრაჟები,
ფასადის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია XPS პანელები.
მაღალხარისხიანი ლესვა და ღებვა ღია რუხი ფერის საღებავით. გამწვანდება და კეთილმოეწყობა ეზო.
მრჩეველი: