სახლი დიღომში
თარიღი: 2014ადგილმდებარეობა: დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობა
შენობის ფართი: 546,6 მ²
ბიუჯეტი: $0,690 მილიონი.
პროგრამა: საცხოვრებელი
სტატუსი: რეალიზებული
მუშაობდნენ: ალექსანდრე კაციტაძე, ბექა ხუციშვილი.
კონცეფცია:
ინდ. საცხოვრებელი სახლი დიდ დიღომში წარმოადგენს ორსართულიან შენობას სარდაფით.
შენობა კონსტრუქციულად კარკასულია და მონოლითური რკინა-ბეტონის კოლონებისა და რიგელების თამაში არქიტექტურულად მორგებულია შენობის იერ-სახეზე. შენობის სამი სართული ერთმანეთთან დაკავშირებულია კიბის უჯრედით. სახურავი აქვს ბრტყელი და წვიმის წყლის გადაყვანა ხდება შიგნიდან რათა არ დაზიანდეს შენობის ვიზუალური მხარე.
ეზოში განთავსებულია საცურაო აუზი, თავისი ინფრასტრუქტურით.
სარდაფის სართულში განთავსებულია მარანი, საბილიარდო, სან-კვანძი, საკუჭნაო და ავტოფარეხი, რომელიც პანდუსით ამოდის ქუჩის მხარეს. პირველ სართულზე განთავსებულია საერთო ოთახი, კაბინეტი, სამზარეულო და სასადილო/ორსინათლიანი/, სველი წერტილები და სამრეცხაო, მეორე სართულზე - საძინებლები და სან.კვანძები.
შენობის ცალ მხარეს კარკასის ორი სინათლე ერთი ბიჯით დათმობილი აქვს შიდა ეზოს, რომელიც არის კავშირი წინა და უკანა ეზოებს შორის.
ფასადზე კარკასი შიშველი ბეტონია, შემავსებლები ნაწილობრივ მოპირკეთდება ხის პანელებით და ამ სამი კომპონენტის: შიშველი ბეტონის, ხის მოპირკეთების და მინის ვიტრაჟების ერთობლიობა ქმნის საინტერესო არქიტექტურულ იერ-სახეს.
მრჩეველი: ლამარა კეშელავა