En

ვიზიტორთა ცენტრი

თარიღი: 2011
კლიენტი: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
ადგილმდებარეობა: უფლისციხე, საქართველო
შენობის ფართი: 826.4
ბიუჯეტი: $0,39 მილიონი
პროგრამა: ვიზიტორთა ცენტრი, საგამოფენო დარბაზი, კაფე, გიდები, საინფორმაციო.
სტატუსი: რეალიზებული
მუშაობდნენ: დავით ბახტაძე, დიმიტრი მოძმანიშვილი.
კონცეფცია:

უფლისციხის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი მდებარეობს უფლისციხის კომპლექსის აღმოსავლეთით. არსებულ სამუზეუმო კომპლექსს დაემატა ახალი შენობა-ნაგებობა, რომელიც შედგება შემდეგი სათავსოებისგან: დაცვის ოთახი, სალარო, საინფორმაციო ცენტრი, საკონფერენციო დახურული დარბაზი, სუვენირების მაღაზია და ღია ამფითეატრი (ლაპიდარიუმი). ფუნქციონალურად ლაპიდარიუმი შეიძლება გამოყენებულ იქნას კარგ ამინდში კონფერენციების და სხვადასხვა წარმოდგენების მოსაწყობად. ამფითეატრის ქვის დასაჯდომები მოპირკეთებულია ხის წვრილი ძელაკებით კომფორტისთვის. ამფითეატრის თავზე მოწყობილია ხის ძელების კომპოზიცია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში (წვიმის, მზის) საწინააღმდეგოდ ტენტების კომპოზიციით დაიფარება, რაც არქიტექტურულადაც კარგ შთაბეჭდილებას ახდენს. შენობის მთავარი კედლები მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვის ფილებით (ნიჩბისის ქვიშა-ქვა) და ხის პანელებით. ფეხით მოსიარულეთათვის რამპები და ბილიკები მოპირკეთებულია ბუნებრივი ანანურის ფლეთილი ქვით. 


მრჩეველი: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
  • ვიზიტორთა ცენტრი
  • ვიზიტორთა ცენტრი
  • ვიზიტორთა ცენტრი
  • ვიზიტორთა ცენტრი
  • ვიზიტორთა ცენტრი
  • ვიზიტორთა ცენტრი
  • ვიზიტორთა ცენტრი
  • ვიზიტორთა ცენტრი