En

პოლიცია-ბათუმი

თარიღი: 2013
კლიენტი: შინაგან საქმეთა სამინისტრო
ადგილმდებარეობა: ბათუმი, საქართველო.
შენობის ფართი: 9397 მ²
ბიუჯეტი: $11.28 მილიონი.
პროგრამა: ოფისი, ავტოსადგომი, კაფეტერია.
სტატუსი: პირველი ადგილი
მუშაობდნენ: ალექსანდრე კაციტაძე, დიმიტრი მოძმანიშვილი, დავით ბახტაძე, ვლადიმერ აბრამიშვილი, რევაზ ქეშელაშვილი, ვანიკო ქათამაშვილი, ბექა ხუციშვილი.
კონცეფცია:

გარემო: საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ბათუმში, რომელიც ხასიათდება დიდი ოდენობით ნალექით და ცხელი ზაფხულით. მას გარშემო აკრავს ურბანული გარემო მკვეთრად გამოხატული დომინანტით (იუსტიციის სახლი).

კონცეფცია: პროექტი წარმოადგენს გემის ალეგორიას, მაქსიმალურად მორგებულია კლიმატურ პირობებს და დეკორაციად იყენებს წვიმას, ასევე ქმნის გადახურულ სივრცეს საზოგადოებისთვის და მომუშავე პერსონალისთვის.

პროექტი: შენობა გადაწყვეტილია 3 მიწისზედა სართულად, სადაც პირველი სართული კომპაქტურ მოცულობებს წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა ფუნქციებში შესასვლელებს ქმნის. დანარჩენი სივრცე დათმობილი აქვს დახურულ/ღია ავტოსადგომებს და გამწვანებულ, კეთილმოწყობილ საზოგადოებრივ სივრცეს. გამოყენებულია ლითონის კონსტრუქცია, რომელიც გემის ხასიათს გამოხატავს. მზიანი მხარეებისკენ კონსტრუქცია შევსებულია მოძრავი ტენტებით, რომელიც იცავს შუშას პირდაპირი მზის სხივებისგან. ვიტრაჟი კარკასიდან შეწეულია შიგნით, რაც ჩრდილიან ფასადს ქმნის. სახურავი მოწყობილია ისეთი დახრებით, რომ წყალი გადაიყვანოს შიდა ეზოებისკენ, რაც ერთის მხრივ იცავს ფასადს და მეორეს მხრივ ეზოში დეკორატიულ წყლის ფარდას ქმნის.


მრჩეველი: შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • პოლიცია-ბათუმი
  • პოლიცია-ბათუმი
  • პოლიცია-ბათუმი
  • პოლიცია-ბათუმი
  • პოლიცია-ბათუმი
  • პოლიცია-ბათუმი
  • პოლიცია-ბათუმი