En

პოლიცია-გუდაური

თარიღი: 2013
კლიენტი: შინაგან საქმეთა სამინისტრო
ადგილმდებარეობა: გუდაური, საქართველო
შენობის ფართი: 725 მ²
ბიუჯეტი: $0.58 მილიონი.
პროგრამა: ოფისი, ავტოსადგომი
სტატუსი: კონცეფცია
მუშაობდნენ: ალექსანდრე კაციტაძე, დავით ბახტაძე, დიმიტრი მოძმანიშვილი, რევაზ ქეშელაშვილი, ვლადიმერ აბრამიშვილი, ვანიკო ქათამაშვილი, ბექა ხუციშვილი.
კონცეფცია:

გარემო:  საპროექტო ტერიტორია მდებარეობს გუდაურში, რომელიც გამოირჩევა მთიანი რელიეფით და მკაცრი კლიმატით. ეს გარემოებები გარკვეულ წილად განსაზღვრავს არქიტექტურის იერსახეს. ამავდროულად რეგიონი ხასიათდება კონტრასტულად განსხვავებული ზამთრითა და ზაფხულით, რაც ჩვენი აზრით გათვალისწინებულია პროექტირების კონცეფციაში.

კონცეფცია: პროექტი წარმოადგენს მთის ალეგორიას და გამოხატავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამახასიათებელ მტკიცე ხასიათს.

პროექტი: შენობა მოიცავს 2 მიწისზედა სართულს, სარდაფსა და სხვენს. ნაგებობის კონსტრუქცია წარმოადგენს რკინაბეტონის კარკასს. სახურავი და ორი ფასადი თბოიზოლირებულია და დაფარულია შეღებილი თუნუქით, რაც ქმნის ვენტილირებად ფასადს და უზრუნველყოფს თოვლისგან საიმედო დაცვას. დარჩენილი ორი ფასადი გახსნილია, რაც გამოწვეულია აღმოსავლეთის მხრიდან ცენტრალურ შესასვლელზე ხაზგასმით, ხოლო დასავლეთის მხრიდან ხეობაზე ორიენტირებული პანორამული ხედით. ორივე გახსნილი ვიტრაჟის წინ შევქმენით გადახურული სივრცე, ხის ჟალუზები ასრულებენ საჩრდილობლის ფუნქციას და არეგულირებს მზის სხივების შენობაში შემოსვლას. სახურავის ტეხილი, გარდა იმისა რომ ქმნის საინტერესო ფორმას, უზრუნველყოფს თოვლის გადაყვანას გვერდზე არსებულ ხევში. ავტოსადგომში და მიწისქვეშა სივრცეებში ჩამავალი პანდუსი გადახურულია, რომ არ მოხდეს პანდუსის თოვლით დაფარვა. ფუნქციურად დაცვის პოლიცია და პოლიციის შენობა იზოლირებულია, მაგრამ კომპაქტურად დაგეგმარების მიზნით გავაჩინეთ საერთო ზონა, სადაც განთავსდება: მოსასვენებელი ოთახი, სასადილო, გასახდელი და სანკვანძები. პირველ სართულზე განთავსებულია ძირითადი სათავსები, ხოლო მეორეზე სეზონური-დროებით დასატვირთად.


მრჩეველი: შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • პოლიცია-გუდაური
  • პოლიცია-გუდაური
  • პოლიცია-გუდაური
  • პოლიცია-გუდაური
  • პოლიცია-გუდაური
  • პოლიცია-გუდაური
  • პოლიცია-გუდაური
  • პოლიცია-გუდაური
  • პოლიცია-გუდაური