En

სასტუმრო მუხრანთუბანი

თარიღი: 2015
კლიენტი: შპს “მუხრანთუბანი“
ადგილმდებარეობა: ბარათაშვილის ქ. #23-ის და ჩახრუხაძის ქ. #29-ის კვეთა
შენობის ფართი: 1491 მ²
ბიუჯეტი: $1.6 მილიონი.
პროგრამა: სასტუმრო, რესტორანი,ოფისები, ლაუნჯი
სტატუსი: გამარჯვებული პროექტი
მუშაობდნენ: დავით ბახტაძე, რევაზ ქეშელაშვილი
კონცეფცია:

საპროექტო ადგილი მდებარეობს ქ.თბილისის ისტორიულ უბანში, ბარათაშვილის და ჩახრუხაძის ქუჩების კვეთაზე. აქ დღემდე შემორჩა ისტორიული განაშენიანების ქალაქგეგმარებითი სტრუქტურა. 
საპროექტო ნაკვეთი იმ განაშენიანების ბლოკის ნაწილია რომლის ფასადიც თავდაპირველად უშუალოდ ბარათაშვილის ქუჩამდე გადიოდა. მომდევნო რეკონსტრუქციების პროცესში განაშენიანების საზღვარმა უკან დაიწია, რის ხარჯზეც შეიქმნა გამწვანებული სკვერი. თუმცა დაირღვა ძველი ქალაქისთვის დამახასიათებელი ქუჩაზე გამავალი ფასადის სიბრტყე, ხოლო არსებული შიდა ეზო დაუკავშირდა “გარე სამყაროს”.

ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა დასრულებული ფასადი, საპროექტო შენობის საშუალებით შეგვევსო წარმოქმნილი სიცარიელე. ამიტომ წარმოვადგინეთ პროექტი, რომელიც თავისი მოცულობით და ხასიათით ჰარმონიულად ეწერება არსებულ გარემოში და არ არღვევს ისტორიულად უკვე დადგენილ მასშტაბს.

სასტუმრო “მუხრანთუბანი”-ს შენობის ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური, რაც დამახასიათებელია ძველი ქალაქის ისტორიული განაშენიანებისთვის. როგორც ფასადი, ასვე მანსარდის გადახურვა გადაწყვეტილია წითელ აგურში. თავად შენობის ბლოკი დაყოფილია სამ მოცულობად, რაც ხდება სამი, ცენტრალური, პერსონალის და ტექნიკური შესასვლელის საშუალებით. ხოლო სკვერში გამავალ ფასადს აერთიანებს რკინაბეტონის კონსტრუქციული “ბადე”.

შენობის პირველ სართულზე განთავსებულია სასტუმროს მისაღები, საოფისე ფართი და რესტორანი, რომელიც უკავშირდება შიდა ეზოს და ქუჩიდაზე გადის აგურის “ფარდით”. მეორე, მესამე და ნაწილობრივ მანსარდის სართულებზე განლაგებულია სასტუმროს 14 ნომერი. მანსარდის სართულზე მდებარეობს აგრეთვე “ლაუნჯ” ბარი, საიდანაც ვუკავშირდებით სახურავზე განთავსებულ ტერასას.
საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ შენობას აქვს საკმაოდ საინტერესო, ისტორიული სარდაფი, რომელიც შეძლებისამებრ შენარჩუნდება. აქ მოეწყობა რესტორნის მეორე დარბაზი, სამზარეულო და მრავალფუნქციური სივრცე.


მრჩეველი:
  • სასტუმრო მუხრანთუბანი
  • სასტუმრო მუხრანთუბანი
  • სასტუმრო მუხრანთუბანი
  • სასტუმრო მუხრანთუბანი
  • სასტუმრო მუხრანთუბანი
  • სასტუმრო მუხრანთუბანი
  • სასტუმრო მუხრანთუბანი