დაირა
თარიღი: 2026ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
შენობის ფართი: 18.700.0 მ²
ბიუჯეტი: $18.5 მილიონი
პროგრამა: საცხოვრებელი, კომერციული, ავტოსადგომი, ბავშვთა სათამაშო მოედანი
სტატუსი: მშენებარე
მუშაობდნენ: ალექსანდრე კაციტაძე, დიმიტრი მოძმანიშვილი, ლილი ჯოხაძე, ბექა მელაძე, ნოდო ნემსაძე
კონცეფცია:
https://www.youtube.com/watch?v=Ki6xWNaOnYw
...................................................................................
“ბიოგრაფი ლივინგის” პროექტი “დაირა” მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ორთაჭალაში.
ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი საცხოვრებელი პროექტი, რომელიც ერთდროულად ფუნქციური და ესთეტიკურად გამორჩეული იქნებოდა.
შენობა გარემოს ფარდასავით რომ არ ჩამოფარებოდა, ქუჩის ხაზიდან შევწიეთ ტერიტორიის ცენტრისკენ, სიღრმეში, ხოლო პედესტალის ფასადი მიყვება ქუჩის განვითარების ხაზს. ამავდროულად, გაფართოვდა საჯარო სივრცე, რომელიც ხალხზე ორიენტირებული გახდა.
პროექტი “დაირა” შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: პედესტალის და მაღლივი საცხოვრებელი ბლოკისგან. თითოეული მათგანი გამოყოფილია დაბალი ტექნიკური სართულით. ამ გამყოფ სართულს ფუნქციური დანიშნულებაც გააჩნია, კერძოდ, შიგნით განთავსებულია სხვადასხვა სახის ტექნიკური დანადგარი.
ფუნქციურად, შენობა გამიჯნულია: პირველ სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები, რომლებიც საზოგადოებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი იქნება. ქუჩის გასწვრივ, საცხოვრებელ ნაწილსა და კომერციულ ფართებს შორის მდებაროებს ღია ავტოსადგომის სართულები და დამატებით მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელსაც შესასვლელი გვერდითა ქუჩიდან აქვს.
მოცულობა:
დერეფნული სისტემის ნაცვლად, შენობაში გამოვიყენეთ ბირთვის კონცეფცია, რათა მაღლივი სართულებიდან ყველა მხარეს შესაძლებელი ყოფილიყო ქალაქის სხვადასხვა ხედის აღქმა. საცხოვრებელი ნაწილი შედგება მოდულური ბლოკებისგან, რომლებიც სართულებზე ერთმანეთზე ენაცვლება და დინამიკურ ფორმას ქმნის.
ფასადზე გამოყენებული ალუმინის საჩრდილობლის სისტემა სხვადასხვა ფერშია გადაწყვეტილი და გრადაციის ეფექტი იქმნება; ქვემოდან ზემოთ თანდათანობით ღიავდება ფერები, რაც შენობას ამსუბუქებს და არქიტექტურულად დინამიურს ხდის.
მასალები:
შენობა აკმაყოფილებს ენერგოეფექტურობის ყველა სტანდარტს; ამასთან, გათვლილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ფასადები დათბუნებულია და მოპირკეთებულია მაღალი ხარისხის ფიბროცემენტის პანელებით, რაც გამორჩეულია სიმტკიცით და ამინდისადმი მდგრადობით.
დასკვნა:
პროექტი “დაირა” - კომპლექსურად შერჩეული მასალებით და გამორჩეული არქიტექტურით ქმნის თანამედროვე სივრცეს, რომელიც ორთაჭალის ისტორიულ გარემოს ახალ სიცოცხლეს სძენს.
მრჩეველი: ვიზუალიზაცია: რენდერ გრუპი












