En

ბარე

თარიღი: 2026
კლიენტი: რივერ ინვესტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
შენობის ფართი: 4710.0 მ²
ბიუჯეტი: $4.5 მილიონი
პროგრამა: საცხოვრებელი, კომერციული, ავტოსადგომი, ბავშვთა სათამაშო მოედანი
სტატუსი: მშენებარე
მუშაობდნენ: ალექსანდრე კაციტაძე, რევაზ ქეშელაშვილი, გიორგი დვალი
კონცეფცია:

https://www.youtube.com/watch?v=SeYMwd19kII

 

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისის ისტორიულ უბანში, ავლაბარში, ყოფილი ჟანდარმერიის შენომის ადგილას, აბდუშელიშვილისა და ლომოურის ქუჩების კვეთაზე.

საპროექტო შენობა საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი გარემოს ნაწილი ხდება, რომელსაც ესაზღვრება სამხრეთ-დასავლეთით ახლანდელი ცერემონიების სასახლე, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით,სამების საკათედრო ტაძრის ხედი იხსნება.

შენობა 5 სართულიანია, ზედა 4 საცხოვრებელი სართულით და მიწისპირა კომერციული ფართით, აბდუშელიშვილის ქუჩის მხრიდან ხდება პანდუსით მიწისქვეშა ავტოსადგომში ჩასვლა, რაც მოსახეხებელია არსებული გზის ქანობით. ბოლო სართული ყველა მხრიდან წაკვეთილია და ამცირებს სიმაღლის აღქმას. შენობა კრავს ორი ქუჩის გადაკვეთას და იქმნება კუთხის აქცენტირებული არქიტექტურა, რაც გამოიხატება, კონსოლურად გამოსული შემინული ფორმების კომპოზიციით.

მისი საერთო ფორმიდან გამომდინარე, შენობა ქმნის შიდა მყუდრო ეზოს, რომელიც უკავშირდება ლომოურის ქუჩას, შენობაში გამჭოლი თაღის საშუალებით. ამავე ადგილიდან ხდება შესვლა სადარბაზოში.

არქიტექტურა ხასიათდება რითმულობით, რაც ჩანს ყრუ კედლისა და ღიობების მონაცვლეობით, გარკვეულ მონაკვეთებში ეს რითმი ირღვევა კონსოლურად გადმოსული, მინის მოაჯირიანი აივნის ფილებით. შენობა არსებული გარემოსთვის ქმნის ფონურ ხასიათს, ზემოთ აღნიშნული მნიშვნელოვანი დომინანტური ობიექტების გათვალისწინებით.

ძირითად მოსაპირკეთებელ მასალად გამოიყენება ამ უბნისთვის დამახასიათებელი მასალა, აგური, მიწისპირა სართული შეიმოსება ბუნებრივი, რუხი ფერის ქვის ფილებით, მოეწყობა ალუმინის კომპოზიტის ჩანართები.

შენობის კონსტრუქცია რკინა-ბეტონისაა, შემავსებლად გამოყენებულია ბლოკი, მოეწყობა თბოიზოლაცია შესაბამისი სიმკვრივის საფასადე ქვა-ბამბით და ქარის ბაარიერით.


მრჩეველი: ვიზუალიზაცია: რენდერ გრუპი
  • ბარე
  • ბარე
  • ბარე
  • ბარე
  • ბარე
  • ბარე
  • ბარე
  • ბარე
  • ბარე
  • ბარე
  • ბარე
  • ბარე