En

ოქროყანის კომპლექსი

თარიღი: 2017
კლიენტი: სიმეტრია პარკი
ადგილმდებარეობა: ოქროყანა, თბილისი
შენობის ფართი: 27 600.0 მ²
ბიუჯეტი: $13.8 მილიონი
პროგრამა: ინდივიდუალური საცხოვრებელი, მრავალბინიანი საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობა, კომერციული, სპორტული კომპლექსი, სკვერი
სტატუსი: კონკურსი
მუშაობდნენ: ალექსანდრე კაციტაძე, ვლადიმერ აბრამიშვილი, დიმიტრი მოძმანიშვილი, რევაზ ქეშელაშვილი, ერეკლე დიდებაშვილი,თამარ ცანავა.
კონცეფცია:

https://www.youtube.com/watch?v=Wv__VEjfmQA

ჩვენს მიერ შემოთავაზებული კონცეფციისდამუშავება განხორციელდა ტერიტორიისგანაშენიანებისრეგულირების გეგმისფარგლებში.საპროექტო გადაწყვეტით ტერიტორია ძირითადად ვითარდება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებით, რომელიც შედგება: (32 ერთეულითაუნჰაუსის ტიპის, 5მრავალბინიანი სახლის, ერთი საზოგადოებრივი შენობის, კეთილმოწყობილი სკვერის და სპორტული ნაგებობისგან.

 ინდივიდუალური სახლები შედგება 2 სრული საცხოვრებელი სართულისგან, მესამე სართულად დამატებულია მხოლოდ კიბის უჯრედი, რაც სახურავის ტერასებად ათვისების საშუალებას იძლევა. სახურავზე მდებარე ტერასები გამწვანებულია და იხსნება უკეთესი ხედები და სასიამოვნო გარემოს ქმნის მაცხოვრებელთათვის.

   ამ ტერიტორიის ღირებულებას წარმოადგენს სუფთა, გამწვანებული გარემო. აქედან გამომდინარე საცხოვრებელ სახლებს გავუჩინეთ შიდა მყუდრო ეზო, საიდანაც ხდება შიდა სივრცეების უკეთ განათება და შესაძლებელია ხეების დარგვაც. ჩვენს მიერ წარმოდგენილია სახლების განთავსების 2 ვარიანტი: ა. მიმდევრობითი და ბ. სარკისებული. მიმდევრობით განთავსების შემთხვევაში ეს შიდა ეზოები სრულად იზოლირებულია, ხოლო სარკისებურად მდებარე სახლებს შორის, ეზოები ერთიანდებადა იხსენება დიდი სივრცეუკეთესი ინსოლაციისთვის. ეს შეიძლება მომხმარებლის მოთხოვნილების მიხედვით დარეგულირდეს შემდგომ ეტაპზე.

 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენსექვსბინიან ბლოკებს, რომლებიც განთავსებულია საპროექტო ტერიტორიის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. მათი სართულიანობა არ აღემატება 5სართულს. ისინი უზრუნველყოფილია ღია და დახურული ავტოსადგომებით. ჩვენი აზრით პირველი სართულები მრავალბინან სახლებში არ არის მაღალი ხარისხის საცხოვრებელი, ამიტომ პირველ სართულზე განვათავსეთ ავტოსადგომი, ასევე ზედა სართულზე მდებარე ბინებს ამის გამო გაეხსნებათ უკეთესი ხედები ქალაქზე. ბოლო სართულზე მდებარე ბინები მოიაზრება როგორც დუპლექსები, თუმცა შეიძლება ცალცალკე სართულებად  გაყოფაც.  ჩვენი აზრით ამ ადგილზე განთავსებულ ბინებს უნდა ჰქონდეს დიდი და გახსნილი ტერასები.

 კომპლექსის ფარგლებში არის განთავსებული ასევე მრაფალფუნციური საზოგადოებრივი შენობა, რომლის პირველ სართულზე მდებარეობს კაფე, მაღაზია, ინფო ცენტრი და საერთო სივრცე დასვენებისთვის, მეორე სართულზე მდებარეობს მრავალფუნქციური შეხვედრაების დარბაზი.

შენობის ფორმა ქმნის შესასვლელ ჭიშკარს მის უკან მდებარე, საცხოვრებელ სახლებს შორის მოთავსებულ პარკში. ამით დავაკავშირეთ პარკი და მთავარი შემოსასვლელი კომპლექსში.

პარკი გრძივად არის განვითარებული. მასში განთავსებულია საბავშვო მოედანი, მოსასვენებელი სივრცეეები, ღია და დახურული სპორტული მოედნები. ადგილის ეკონომიის მიზნით ღია სპორტ. მოედანის ტრიბუნები გადადის დახურულ დარბაზის სახურავში. ეს სახურავი გამწვანებულია და კარგად ეწერება კომპლექსში.

კომპლექსი იზოლირებულია და დაცულია  შენობებსშორისჩაუხედაობის პრინციპი, შექმნილია მაქსიმალურად ჯანსაღი გარემო და გათვალისწინებულია საფეხმავლო და საველოსიპედო მოძრაობის სქემები.


მრჩეველი:
  • ოქროყანის კომპლექსი
  • ოქროყანის კომპლექსი
  • ოქროყანის კომპლექსი
  • ოქროყანის კომპლექსი
  • ოქროყანის კომპლექსი
  • ოქროყანის კომპლექსი
  • ოქროყანის კომპლექსი
  • ოქროყანის კომპლექსი
  • ოქროყანის კომპლექსი
  • ოქროყანის კომპლექსი
  • ოქროყანის კომპლექსი
  • ოქროყანის კომპლექსი
  • ოქროყანის კომპლექსი
  • ოქროყანის კომპლექსი
  • ოქროყანის კომპლექსი
  • ოქროყანის კომპლექსი
  • ოქროყანის კომპლექსი
  • ოქროყანის კომპლექსი
  • ოქროყანის კომპლექსი
  • ოქროყანის კომპლექსი