En

პიერ კარდენის ცენტრი

თარიღი: 2013
კლიენტი: პიერ კარდენის ცენტრი
ადგილმდებარეობა: პარიზი, საფრანგეთი.
შენობის ფართი:
ბიუჯეტი:
პროგრამა: ინტერიერი
სტატუსი: რეალიზებული
მუშაობდნენ: დავით ბახტაძე, რევაზ ქეშელაშვილი.
კონცეფცია:

პარიზში, პიერ კარდენის ცენტრში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები დასრულდა. პიერ კარდენის საკონცერტო დარბაზში მუსიკალური საღამო "ქართული კინოსა და თეატრის მუსიკის ნახევარი საათი". ქართული კინომუსიკა და ხალხური სიმღერები ნახევარი საათის განმავლობაში ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, ნატო მეტონიძისა და ანსამბლ "ლაშარის" შესრულებით ჟღერდა. გია ყანჩელის კინომუსიკა, ალექსი მაჭავარიანისა და სულხან ცინცაძის ნაწარმოებები ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით შესრულდა, ქართული ფოლკლორული შედევრები კი გიორგი უშიკიშვილმა და ანსამბლმა "ლაშარმა" ააჟღერეს. გია ყანჩელის შემოქმედების ფონზე გამოჩნდა თეატრის დიდ ეკრანზე ქართული კინოშედევრი, "აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში", რომელიც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ეროვნულმა კინოცენტრმა აღადგინა. ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იყო კოლაჟები XX საუკუნის ქართული კინოდან. საღამოს ბოლოს ნატო მეტონიძემ რევაზ ლაღიძის "განთიადი" შეასრულა, ვიდეო კოლაჟი კი ქართული კინოს შესახებ ოთარ იოსელიანის ფილმით "გიორგობისთვე" დასრულდა.
კონცერტის შემდეგ სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნებისა და ქართული თეატრის მხატვრობის შესახებ უფრო მეტის გაგების საშუალება მიეცათ. პიერ კარდენის საგამოფენო დარბაზში კინოსა და თეატრის რეტროსპექტიულ გამოფენაზე ქართველი კლასიკოსების - დავით გამრეკელის, პეტრე ოცხელის, სოლიკო ვირსალაძის, ნიკოლოზ ყაზბეგის, იოსებ შარლემანის, მირიან შველიძის, მურაზ მურვანიძისა და გოგი-ალექსი მესხიშვილის ნამუშევრები გამოიფინა. ქართული თეატრის მხატვრობის შედევრების გარდა, ექპოზიციაზე წარმოდგენილ იქნა ქართული სცენოგრაფიის ისტორიის ამსახველი სხვა ნიმუშები, კოსტიუმები, მაკეტები და ისეთი ორიგინალური რეკვიზიტებიც კი როგორიცაა "ჭინჭრაქას" ისტორიული ფარდა. საღამოს ფრანგული კულტურული ელიტის წარმომადგენლები, ხელოვნებათმცოდნეები, კურატორები, მუზეუმების წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც კი ესწრებოდნენ, მათ შორის იყო კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა. სტუმრების უმრავლესობამ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ როგორც შესრულების მანერასა და ტენდენციებში, ისე ემოციურ ნაწილში ქართული ექსპოზიცია ევროპულ და აღმოსავლურ კულტურებში თავისებური გზაგასაყარია. 


მრჩეველი:
  • პიერ კარდენის ცენტრი
  • პიერ კარდენის ცენტრი
  • პიერ კარდენის ცენტრი
  • პიერ კარდენის ცენტრი
  • პიერ კარდენის ცენტრი
  • პიერ კარდენის ცენტრი